- მეგობრული
- კვალიფიციური
- ონლაინ სერვისები
- ენერგიით აღსავსე
სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა აღსაზრდელებს სთავაზობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილ უსაფრთხო, პოზიტიურ გარემოს, ჯანსაღი სულიერი განვითარების შესაძლებლობებს. ეროვნული, ქრისტიანული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების ზიარებას, რაც მიიღწევა მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგიური მომსახურებითა და თანამშრომელთა პირადი მაგალითით, მოძღვართან ურთიერთობით, სასწავლო პროგრამებითა და ღონისძიებებით, მოსწავლის ოჯახთან თანამშრომლობით, რათა სკოლის კურსდამთავრებულებმა მიღებული ცოდნა და აღზრდა გამოიყენონ წარმატებული ცხოვრებისა და საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის ინტერესების საკეთილდღეოდ.
წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ხედვა ხარისხზე ორიენტირებული სკოლის შექმნაა, სადაც ჩამოყალიბებული იქნება კარგად ორგანიზებული მწყობრი სისტემა, რომელშიც ჰარმონიულ ურთიერთობაში დამკვიდრდება ამ სისტემის ელემენტები: მისია, სტანდარტები, შეფასება, ანგარიშვალდებულება, შესაბამისობა, კულტურა, თანამშრომლობა და მუდმივი გაუმჯობესება. ყველა ამ კომპონენტის გაცნობიერება და ამოქმედება აუცილებელი პირობაა მოსწავლეთა მაღალი მიღწევებისათვის, მასწავლებელთა პროფესიული ზრდისა და სასწავლებლის სამომავლოდ განვითარებისათვის.
- ქრისტიანული ღირებულებების აღიარება და პატივისცემა;
- ადამიანი, ოჯახის და საზოგადოების პატივისცემა;
- უფროს-უმცროსობის კეთილდამოკიდებულება;
- უსაფრთხო, ჯანსაღი და პოზიტიური გარემოს შექმნა;
- მოსწავლეთა საჭიროებაზე მორგებული საგნობრივი პროგრამების შემუშავება;
- კეთილგონივრული არაფრომალური განათლების განვითარება;
- პიროვნულ განვითარებაზე და ურთიერთპატივისცემაზე დამკვიდრებული სასკოლო სივრცის შექმნა;
უკანასკნელი
სიახლეები
18 მარტი, ნარჩენების საერთაშორისო დღეა! გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ გარემოზე!
- 19/03/2025
- 6
- 18 მარტი, ნარჩენების საერთაშორისო დღეა! გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ გარემოზე!: მეტის წაკითხვა
მხიარული სტარტები!
- 19/03/2025
- 4
- მხიარული სტარტები!: მეტის წაკითხვა
დედის დღეს გილოცავთ!
- 19/03/2025
- 1
- დედის დღეს გილოცავთ! : მეტის წაკითხვა
ჩვენი სკოლის ვაჟთა გუნდი ფრენბურთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულია;
- 19/03/2025
- ჩვენი სკოლის ვაჟთა გუნდი ფრენბურთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულია; : მეტის წაკითხვა
გილოცავთ დამდეგ 2025 წელს!
- 27/12/2024
- 10
- გილოცავთ დამდეგ 2025 წელს! : მეტის წაკითხვა
წინასასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელები გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს;
- 26/12/2024
- 4
- წინასასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელები გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს;: მეტის წაკითხვა